რა არის სწრაფი სესხი?

სწრაფი სესხი ინტერნეტით სახლიდან გაუსვლელად ფულის მიღების საუკეთესო საშუალებაა. თქვენ არ გიწევთ საათობით რიგში დგომა და კრედიტ-ოფიცრებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ონლაინ შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი და 15 წუთში მიიღებთ თანხას ანგარიშზე.

სანამ განაცხადს შეავსებთ …

– ზუსტად განსაზღვრეთ რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ და მიუთითეთ განაცხადში.

– ყურადღება გაამახვილეთ სესხის ვადაზე.

– აუცილებლად გაითვალისწინეთ პროცენტი.

– აუცილებლად შეადარეთ რამდენიმე საკრედიტო დაწესებულების შემოთავაზება. იქნებ უკეთესი პირობებით გთავაზობთ რომელიმე მათგანი სესხს.

– გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულებას, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.

რატომ სწრაფი ონლაინ სესხი?

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ონლაინ სწრაფ სესხს რამდენიმე უპირატესობა აქვს ჩვეულებრივ სესხთან. წარმოიდგინეთ სიტუაცია, უცებ დაგჭირდათ 500 ლარი. დღის ბოლომდე აუცილებლად უნდა გქონდეთ აღნიშნული თანხა. თუ თქვენ წახვალთ ბანკში და მოითხოვთ სტანდარტულ სესხს, ბანკი მინიმუმ 1 კვირა გაწელავს დროს, მაგრამ თუ თქვენ აირჩევთ რომელიმე სწრაფი სესხის კომპანიას და მას მიმართავთ, ზუსტად 15 წუთში გეცოდინებათ პასუხი, დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი და მაქსიმუმ ნახევარ საათში თანხა ანგარიშზე გექნებათ.